ქარის დანადგარი თვითდაყენებადი ფრთებით

ქარის დანადგარი თვითდაყენებადი ფრთებით საშუალებას იძლევა ქარის ენერგია გარდაიქმნას ელექტროენერგიად ნაკლები მასალატევადობით, დანახარჯითა და  მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით, ვინაიდან ღვედის მეორე დამატებით შტო იჭერს პირველი შტოდან გამომავალი ჰაერის საპირისპირო რეაქციასაც.

უპირატესობები:

  • სიმძლავრის ერთეულზე KW ნაკლები მასალა დანახარჯები
  • მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი
  • ძლიერ ქარში მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავების შენარჩუნება
  • მარტივი ექსპლუატაცია (გენერატორი მონტაჟდება დაბლა)
  • ლილვზე სწრაფი ბრუნი
  • სწრაფი ბრუნის გამო ნაკლები ღირებულების მქონე რედუქტორისა და გენერატორის გამოყენების შესაძლებლობა
  • მეტი უსაფრთხოება

ჩამჩიან-ხრახნულ ჰიდრო ტურბინაში არსებულ ჰიდრო ტურბინებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ბრუნვათა რიცხვი წყლის დაწნევისა და სიმძლავრის ერთი და იგივე პარამეტრების შემთხვევაში, ამასთან ტურბინას ახასიათებს ნაკლები დანაკარგები და მნიშველოვნად ნაკლები მასალადანახარჯები ინდუსტრიისთვის ცნობილ ჰიდრო ტურბინებთან შედარებით.

უპირატესობები:

  • ბრუნვათა გაზრდილი სისწრაფე
  • ნაკლები მასალადანახარჯები
  • მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი

ანალოგებისგან განსხვავებით, ინდუქტორულ დისკოიან გენერატორს დაბალი ბრუნთა რიცხვის დროს აქვს მაღალი სიხშირე მაგნიტოგამტარში და დაბალი კუთრი მასალატევადობა და, შესაბამისად, ღირებულება, რაც საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ძვირადღირებულ რედუქტორზე და ძაბვა გამოვიმუშაოთ დაბალ და ცვალებად ბრუნებზე.

შესაბამისად, ასეთი გენერატორების მასიური წარმოების დანერგვა აუცილებელი და უალტერნატივოა ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მომგებიანობის გასაზრდელად.

ტალღებს აქვთ განსაკუთრებული ენერგეტიკული ძალა და 8-9 მეტრის სიმაღლეზე 100 ტონიანი გემების აწევა შეუძლიათ. ამ ენერგიის ნაკლია ის, რომ მას არ აქვს სისწრაფე და აქვს მცირე ამპლიტუდა. ამიტომ, ჩვენს ტალღურ დანადგარში გამოყენებული ბარისპასტული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გავანეიტრალოთ აღნიშნული ნაკლი და ეფექტურად გამოვიყენოთ ტალღის დიდი ძალა.

ტალღური დანადგარი ეფექტიანია მრავალ ქვეყანაში, სადაც შეინიშნება მაღალი და რეგულარული ოკეანური ტალღები. მას შეუძლია ტალღის ენერგია გარდაქმნას ელექტიკურ ენერგიად, საკმაოდ იაფად და ეფექტურად.

თხევადდგუშიანი როტორულ-ფირფიტოვანი სისტემა შეიძლება გამოვიყენოთ გაზის პარამეტრების გარდაქმნისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კონსტრუქციისთვის. სხვადასხვა კამერების შეცვლით შესაძლებელია:

  • შეკუმშულ გაზზე მომუშავე ძრავის
  • გაზის შესაკუმში კომპრესორის; ან
  • წნევის დამწევი ვაკუუმური ტუმბოს შექმნა

ამასთან ყველა ამ კონსტრუქციას შეუძლია იმუშაოს მაღალი  მწარმოებლურობით, პარამეტრებითა და მარგი ქმედების კოეფიციენტით. არ საჭიროებს საპოხ მასალას და აქვს მეტი სიმძლავრე.