ჩვენი პროდუქტები
Showing all 5 results
ქარის დანადგარი თვითდაყენებადი ფრთებით
პატენტები:
– GE P 2022 7405 B
– GE 2015 P 6273 B
– საერთაშორისო გამოქვეყნების N WO/2023/275572
ქარის დანადგარი თვითდაყენებადი ფრთებით საშუალებას იძლევა ქარის ენერგია გარდაიქმნას ელექტროენერგიად ნაკლები მასალატევადობით, დანახარჯითა და მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით, ვინაიდან ღვედის მეორე დამატებით შტო იჭერს პირველი შტოდან გამომავალი ჰაერის საპირისპირო რეაქციასაც.
უპირატესობები:
- სიმძლავრის ერთეულზე KW ნაკლები მასალა დანახარჯები;
- მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი;
- ძლიერ ქარში მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავების შენარჩუნება;
- მარტივი ექსპლუატაცია (გენერატორი მონტაჟდება დაბლა)
- ლილვზე სწრაფი ბრუნი;
- სწრაფი ბრუნის გამო ნაკლები ღირებულების მქონე რედუქტორისა და გენერატორის გამოყენების შესაძლებლობა;
- მეტი უსაფრთხოება;
ჩამჩიან ხრახნული ჰიდრო ტურბინა
პატენტები:
GE 2015 P 6272 B
საერთაშორისო განაცხადის N PCT/GE2022/05005
ჩამჩიან-ხრახნულ ჰიდრო ტურბინაში არსებულ ჰიდრო ტურბინებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ბრუნვათა რიცხვი წყლის დაწნევისა და სიმძლავრის ერთი და იგივე პარამეტრების შემთხვევაში, ამასთან ტურბინას ახასიათებს ნაკლები დანაკარგები და მნიშველოვნად ნაკლები მასალადანახარჯები ინდუსტრიისთვის ცნობილ ჰიდრო ტურბინებთან შედარებით.
უპირატესობები:
- ბრუნვათა გაზრდილი სისწრაფე;
- ნაკლები მასალადანახარჯები;
- მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი;
მრავალდისკოიანი დასექციებილი ინდუქტორული გენერატორი გამოტანილი გრაგნილით
პატენტები:
GE P 2015 6280 B
GE P 2022 7450 B
საერთაშორისო გამოქვეყნების N WO/2023/026066
ანალოგებისგან განსხვავებით, ინდუქტორულ დისკოიან გენერატორს დაბალი ბრუნთა რიცხვის დროს აქვს მაღალი სიხშირე მაგნიტოგამტარში და დაბალი კუთრი მასალატევადობა და, შესაბამისად, ღირებულება, რაც საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ძვირადღირებულ რედუქტორზე და ძაბვა გამოვიმუშაოთ დაბალ და ცვალებად ბრუნებზე.
შესაბამისად, ასეთი გენერატორების მასიური წარმოების დანერგვა აუცილებელი და უალტერნატივოა ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მომგებიანობის გასაზრდელად.
ძრავა-ტუმბო თხევადდგუშიანი როტორულ-ფირფიტოვანი სისტემა
თხევადდგუშიანი როტორულ-ფირფიტოვანი სისტემა შეიძლება გამოვიყენოთ გაზის პარამეტრების გარდაქმნისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კონსტრუქციისთვის. სხვადასხვა კამერების შეცვლით შესაძლებელია:
- შეკუმშულ გაზზე მომუშავე ძრავის;
- გაზის შესაკუმში კომპრესორის; ან
- წნევის დამწევი ვაკუუმური ტუმბოს შექმნა.
ამასთან ყველა ამ კონსტრუქციას შეუძლია იმუშაოს მაღალი მწარმოებლურობით, პარამეტრებითა და მარგი ქმედების კოეფიციენტით. არ საჭიროებს საპოხ მასალას და აქვს მეტი სიმძლავრე.
პოლისპასტური ტივტივიანი ტალღის დანადგარი
ტალღებს აქვთ განსაკუთრებული ენერგეტიკული ძალა და 8-9 მეტრის სიმაღლეზე 100 ტონიანი გემების აწევა შეუძლიათ. ამ ენერგიის ნაკლია ის, რომ მას არ აქვს სისწრაფე და აქვს მცირე ამპლიტუდა. ამიტომ, ჩვენს ტალღურ დანადგარში გამოყენებული ბარისპასტული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გავანეიტრალოთ აღნიშნული ნაკლი და ეფექტურად გამოვიყენოთ ტალღის დიდი ძალა.
ტალღური დანადგარი ეფექტიანია მრავალ ქვეყანაში, სადაც შეინიშნება მაღალი და რეგულარული ოკეანური ტალღები. მას შეუძლია ტალღის ენერგია გარდაქმნას ელექტიკურ ენერგიად, საკმაოდ იაფად და ეფექტურად.