„ზაგო ტექნოლოჯის“ შესახებ
სს „ზაგო ტექნოლოჯი“ ახორციელებს ენერგეტიკის დარგში დარგისთვის გარდამტეხი უპირატესობის მქონე გამოგონებების განვითარებას და ტექნოლოგიურ პროცესში მათ დანერგვას.
ვიაჩესლავ ზაგორუიჩენკო
ვიაჩესლავ ზაგორუიჩენკომ 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი „ელექტრო სადგურებისა და სისტემების“ სპეციალიზაციით. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ადვილად დასაქმდა სხვადასხვა ჰიდროელექტრო სადგურებზე, მათ შორის ზაჰესის კასკადში, რომელშიც შედიოდა 18-მდე ჰიდროსადგური. ვიაჩესლავმა ენგურჰესისა და ჟინვალჰესების გაშვებაში მიიღო მნიშვნელოვანი მონაწილეობა, ხოლო ზაჰესის კასკადის დაყოფის შემდეგ დარჩა ორთაჭა ლაჰესის დირექტორის პოზიციაზე.
ვიაჩესლავის ინტერესი ენერგეტიკის სფეროში ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლების პერიოდიდან გაღვივდა. მის მიერ არაერთი საკითხის ინოვაციური და იმ დროისათვის უცნობი მეთოდი და ხერხი გამოიყენეს პრაქტიკაში, რომლის აღწერა და ჩაწერა, სამწუხაროდ, 2015 წლამდე არ ხდებოდა.
ვიაჩესლავი სრულყოფილად ფლობს შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებშიც აგეგმარებს გამოგონებებს და თვალყურს ადევნებს ენერგეტიკის სფეროში მეცნიერების უახლეს მიღწევებს.
ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, მცირე რესურსების პირობებში, სხვადასხვა ჰესებზე ვიაჩესლავმა გამოიყენა გენერატორების აგზნების ისეთი სქემები, რომლებიც იმ დროს არ იყო ცნობილი მსოფლიოსთვის. ეს ტექნოლოგია ცვეთადი ნაწილების ხშირი შეცვლის გარეშე ჰესს ელექტროენერგიის უწყვეტად გამომუშავების საშუალებას აძლევდა (საქართველოში მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დროს, ამ რესურსზე დაერთებული იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები).
90-იანების გამოწვევით იყო შთაგონებული ვიაჩესლავის ერთ-ერთი გამოგენება – მრავალდისკოიანი დასექციებული ინდუქტორული გენერატორი გამოტანილი გრაგნილით, რომელიც საშუალებას იძლევა ნელ ბრუნებზე გამოიმუშავოს მაღალი სიხშირისა და ძაბვის ენერგია.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიაჩესლავისადმი არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დაეტოვებინა სამშობლო და ევროპის წამყვან ქვეყნებში განეგრძო სამუშაო პროცესი, გამომგონებელს არასდროს დაუტოვებია საქართველო, რადგან დღემდე ერთგულად ემსახურება მიზანს – საქართველოს სახელით ენერგორესურსების განკარგვაში სათანადო წვლილის შეტანასა და ეფექტურ გამოყენებაში.
სწორედ საქართველოს ჰიდრორესურსების გათვალისწინებით ვიაჩესლავს შექმნილი აქვს ჰიდრო ტურბინის ახალი მოდელი, რომელიც უფრო ეფექტიანად იყენებს წყლის ჭვავლს, მოითხოვს ნაკლებ მასალა დანახარჯებს, რაც მას უალტერნატივო ჰიდროტურბინად აქცევს საქართველოში არსებული მდინარეების სიდიდის მასშტაბების გათვალისწინებით.
ვიაჩესლავის მიერ შემუშავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონება, რომლის მსოფლიოსთვის გაზიარება დაეხმარება ენერგეტიკის სფეროს ეფექტურობის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევაში. სწორედ სტუდენტობის წლებში შთაგონებული იდეებია ქარის დანადგარი და ტალღური დანადგარი, რომელთა ანალოგი დღემდე არ მოიძებნება.
ლევან ნიკოლაძე – CEO
ვიაჩესლავის იდეების რეალიზების, დაპატენტებისა და სრულიად მსოფლიოსთვის გაცნობის მიზნით შეიკრიბა პროფესიონალთა გუნდი ლევან ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.
პრაქტიკოსი იურისტი, პატენტრწმუნებული და LPA Law Firms-ის დამფუძნებელი პარტნიორი (რომელიც უშუალოდ არის არაერთ მულტინაციონალურ ტრანზაქციაში ჩართული, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების ელემენტებით).
ლევანი ასევე წარმატებით ხელმძღვანელობს ელფიეის, რომელიც 2009 წლიდან დაფუძნდა ქართულ იურიდიულ ბაზარზე და 2016 წლისთვის გახდა მიმართულების ლიდერი კომპანია.
2022 წელს ლევანმა წარმატებით დაასრულა შეფილდის MBA პროგრამა და დაიცვა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2021 წლიდან სათავეში ჩაუდგა ვიაჩესლავ ზაგორუიჩენკოს იდეების პრაქტიკულად განხორცილების საქმეს.
გიორგი კაკაბაძე
გიორგი კაკაბაძემ საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტის, მექანიკური ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაქულტეტი დაამთავრა, საიდანაც სწავლა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი კოსმოსური ინჟინერიის უნივერსიტეტში ISAE-SUPAERO, საფრანგეთში განაგრძო, „მასალების მდგრადობისა და კოსმოსური ინჟინერიის“ მიმართულების განხრით, ხოლო 2020 წელს „მასალების სტრუქტურული ინჟინერიაში“ ხარისხი დაიცვა ნოტინგემის ტრენტ უნივესტიტეტში, დიდ ბრიტანეთში.
გიორგი 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქმიანობაში, მას აქვს როგორც პრაქტიკურლი, ასევე აკადმიური მუშაობის გამოცდილება ისეთ კომპანიებსა და დაწესებულებებში, როგორებიცაა საქართველოს ეროვნული მეცნირების ბიბლიოთეკა, თბილისის ავიამშენი ქარხანა, იარიღის მწარმოებელი სახელმწიფო საწარმო „დელტა“ და სხვ.
2021 წლიდან გიორგი შემოუერთდა ზაგო ტექნოლოჯის გუნდს, გვიზიარებს თავის გამოცდილებას და გვეხმარება თანამედროვე მეცნიერული მიღწევების ჩვენს გამოგონებაში ინტეგრირების საქმეში. გიორგის დიდი წვლილი შეაქვს გამოგონებების დამზადებისთვის გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალების შერჩევასა და სპეციალურ პროგრამებში მათ დამუშავებაში, მდგრადობისა და სხვა ფიზიკური მახასითებლების დადგენის მიზნით.
იგორ ტიმოფეევი
პროფესიით ელექტრიკოსი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ელექტრონიკის ფაქულტეტი, იგორმა კარიერა ტელე და ვიდეო ქარხსნის საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე დაიწყო. იგორს 30-წლიანი გამოცდილება აქვს ელექტრო მოწყობილობების სქმების დამუშავებაში. ის რამდენიმე ლაბორატორიაში ხელმძღვანელობს სხვადასხვა ელექტრო სქემების და ავტომატიზებული მუშაობის სისტემების აწყობასა და ამუშავებას, მათ შორის, მოქმედ ჰიდროელეტქრო სადგურებზე საქართველოს მასშტაბით.
ვალერი თაზიშვილი
მთავარი მექანიკოსი. ვალერიანი არის ავტო-მოტო სპორტის ვეტერანი, 50-წლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსი, რომელსაც თავისი სახსრებით აწყობილი აქვს რამდენიმე ავტომობილი და მოტოციკლი. ვალერიანი გუნდს ეხმარება მექანიკური საკითხების ეფექტიანად გადაჭრაში.