01
ჩვენ შესახებ
„ზაგო ტექნოლოჯის“ ახორციელებს ენერგეტიკის დარგში მრავალწლიანი მოღვაწეობის საფუძველზე, დარგისთვის გარდამტეხი უპირატესობის მქონე გამოგონებების განვითარებას და ტექნოლოგიურ პროცესში მათ დანერგვას. ჩვენი თითოეული გამოგონება და პატენტი უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის წყაროების უფრო ეფექტიან და ოპტიმალურ გამოყენებას, რაც კონკურენტულად ხელმისაწვდომს ხდის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდება.
02
ხედვა და მისია
ჩვენი მისიაა ტექნოლოგიური განვითარება მზად დახვდეს მომავალს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოხდეს მოხმარების ოპტიმიზაცია და ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეების გაძლიერება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ყველა ჩვენი გამოგონება, რომელიც გარდამტეხ უპირატესობას წარმოშობს სუფთა ენერგიის ნაკლები დანახარჯებით გამომუშავებასა და ნახშირბადისგან თავისუფალი მსოფლიოს განვითარებაში.
ჩვენ იდეები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნაკლები დანახარჯებითა და ფინანსური რესურსებით გარდავქმნათ განახლებადი ენერგიის წყაროები იმ ელექტროენერგიად, რაც მსოფლიოს მომავლის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
03
გამოსავალი არსებობს
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, ეკოლოგიურად სუფთა გზით მიღება. რის შესაძლებლობასაც იძლება ჩვენი პროდუქტები.