„ზაგო ტექნოლოჯის“ შესახებ
სს „ზაგო ტექნოლოჯი“ ახორციელებს ენერგეტიკის დარგში დარგისთვის გარდამტეხი უპირატესობის მქონე გამოგონებების განვითარებას და ტექნოლოგიურ პროცესში მათ დანერგვას.
მისია და ხედვა
ჩვენი მისიაა ტექნოლოგიური განვითარება მზად დახვდეს მომავალს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოხდეს მოხმარების ოპტიმიზაცია და ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეების გაძლიერება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ყველა ჩვენი გამოგონება, რომელიც გარდამტეხ უპირატესობას წარმოშობს სუფთა ენერგიის ნაკლები დანახარჯებით გამომუშავებასა და ნახშირბადისგან თავისუფალი მსოფლიოს განვითარებაში.
ისეთი მცირე, თუმცა ფრიად სასარგებლო ჰიდრორესურსის, როგორიცაა პატარა და საშუალო მოცულობის მდინარეები, უფრო ეფექტური გამოყენება და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების გარდაქმნა საწარმოო სიხშირის ელექტროენერგიაში მცირე დანახარჯებით.
ჩვენ იდეები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნაკლები დანახარჯებითა და ფინანსური რესურსებით გარდავქმნათ განახლებადი ენერგიის წყაროები იმ ელექტროენერგიად, რაც მსოფლიოს მომავლის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.